saqarTvelos uReltexilebi - fxituris uReltexili
კოორდინატები | 42°28`33` ჩ. გ. 44°50`22` ა. გ. |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2653 მ |
ქედი | გუდამაყრის ქედი |
უღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გუდამაყრის ქედზე, მდინარე საკერპის (ბაკურხევის მარცხენა შენაკადი) სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2653 მ. ფხიტურის მიდამოები აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით, შემოსილია სუბალპური ბალახეულით. აკავშირებს მდინარე ბაკურხევის (გუდამაყრის არაგვის მარცხენა შენაკადი) აუზს მდინარე ბუჩუკურთის (ხევსურეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი) აუზთან.